среда, 17 апреля 2013 г.

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდებაა "სტატისტიკური ანალიზი მე-9,მე-10,მე-11,მე-12 კლასებში მწეველ მოსწავლეთა სტატისტიკური აღრიცხვა.მათ შორის ნიკოტინის მავნე გავლენის,ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ  ცოდნის გავრცელება"
2.პროექტის იდეაა მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა ნიკოტინის მავნებლობის შესახებ,ამავე დროს დაეუფლონ სტატისტიკის ამოცანის შესრულებას.
3.პროექტი აქტუალურია,რადგან საქართველოში დიდი რაოდენობით მწეველია ,მათ შორის მოზარდები.საჭიროა ცოდნა და ჯანმრთელი  ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდა.
4.პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ რეალური მდგომარეობა ნიკოტინის მომხმარებელი თანატოლების რაოდენობის შესახებ,გააკეთონ მათი სტატისტიკური ანალიზი,შეიძინონ ცოდნა ნიკოტინის ჯანმრთელობისთვის მავნებლობის  შესახებ და ეს ცოდნა გაუზიარონ თანატოლებს.
5.პროექტს შეასრულებენ  მე-10 კლასის მოსწავლეები.
6.პროექტის ხანგრძლივობაა 1 თვე.
7.შედეგი დადგება ის,რომ ამ ასაკში თანატოლთაგან მიღებული ინფორმაცია მოწევის მავნებლობის შესახებ შესაძლოა უფრო მეტად იყოს გაზიარებული.მოპოვებული მასალები განთავსდება ბლოგზე.
8.რესურსები:მოსწავლეები,კომპიუტერი,ქარღალდი,საწერი.
9.კლასი დაიყოფა 5 ჯგუფად  ისე,რომ თითოეულში მოხვდეს ცოდნაში დაწინაურებული ერთი მოსწავლე მაინც,რომელიც უხელმძღვანელებს მონაცემთა შეგროვებას და მის სტატისტიკურ დამუშავების პროცესს.ოთხ ჯგუფს დაევალებათ ყოველ საფეხურზე  მოსწავლეთა გამოკითხვა,შედეგების სტატისტიკა.მეხუთე ჯგუფს_ნიკოტინზე პოპულარული  თუ სამეცნიერო მასალის,მათ შორის ვიდეომასალის მოძიება.ხუთივე ჯგუფი მიიღებს შესრულებული სტატისტიკურუ ანალიზის,მისი პიქტოგრამის და ვიდეომასალის ბლოგზე ატვირთვის პროცესში მონაწილეობას .
10.პროექტის ხელმძღვანელი ნანა ქემაშვლი
11.nanakemashvli1@gmail.com
12.nankema.blogspot.com

1 комментарий:

  1. ნანა, ძალიან ეფექტური სურათები სურათები გაქვთ. იმედია, მოსწავლეებზე ზემოქმედებას მოახდენს.

    ОтветитьУдалить